დღე: მაისი 11, 2023

ვაგრძელებთ საუბარს აჭარაში პორტირებულ-კოჰაბიტირებულთა მიერ „მონოპოლიზებულ“ ბიზნესსფეროზე

ვაგრძელებთ საუბარს აჭარაში პორტირებულ-კოჰაბიტირებულთა მიერ „მონოპოლიზებულ“ ბიზნესსფეროზე. ხულოს მუნიციპალიტეტში ბოლქვაძე-რიჟვაძის კლანის სამთო-სატყეო „მოღვაწეობის“ შესახებ, გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ. ისე, მონოპოლიზების გარდა რა შეიძლება დაერქვას „პატიოსან გვამთა“ ქმედებას, რის შესახებაც სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ „გარედან“ შესულ კომპანიას, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტაცია სრულ წესრიგშიც რომ ჰქონდეს და ითხოვდეს, ხულოს მუნიციპალიტეტიდან