ქალის მანიპულაციის ძალა

ანუ როგორ მანიპულირებენ, „ფოკუსნიკობენ“ ქალები მამაკაცებთან

უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვკითხულობთ, მანიპულაცია (ლათინურად manipulatio) – 1. რაიმე რთული მოქმედება, რთული ხერხი ხელით მუშაობისას; 2. (გადატ. მნიშვნ.) ოინი, ყალთაბანდობა. მანიპულატორში კი, იგულისხმება ცირკის მსახიობიც (მეფოკუსე), რომელიც ოსტატურად აკეთებს მანიპულაციებს სხვადასხვა საგნით.

რასაც ახლა მოგითხრობთ, „ბნელი“ ქართველების ნააზრევი არ გახლავთ, კენიური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ნიკოლას ნგატიას ნაწარმოებია.

2011 წელს, ცნობილმა ვარსკვლავმა ბიონსე უშვებს სიმღერას სახელწოდებით, „ვინ მართავს მსოფლიოს? (გოგონები)“, მე იქ ვზივარ და ვინტერესდები, ნეტა, რა ჯანდაბაზე საუბრობს? ახალგაზრდა კი ვიყავი, მაგრამ ჩემთვის უამრავჯერ უთქვამთ, რომ სამყაროს ჩემნაირი მამაკაცები მართავენ და ისინი მჩაგვრელი ნაძირალები (ნაბიჭვრები) არიან. მეუბნებდნენ თუ როგორი იყო პატრიარქატი, არქაიზმის (არქატის) ყველაზე ცუდი ფორმა, და რომ ღმერთი არის ქალი – კაცობრიობისადმი გაღებული სიყვარულის გამო.

მას შემდეგ, სამყარო გარკვეულწილად შეიცვალა, ან მე გადამეწმინდა თვალები (გაითვალისწინეთ, ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ სათვალის ტარება დავიწყე). მე შევნიშნე განსხვავებული დინამიკა, რომელიც მოჰყვება ჯერ ჭაბუკის და შემდგომ უკვე დაღვინებული მამაკაცის ურთიერთობას. ფემინისტებსაც შევხვედრივარ, ან მათ არსებობას, მინიმუმ, უფრო დაჟინებით დავკვირვებივარ. სრულიად გულწრფელი თუ ვიქნები, ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურია, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მოდით, ვისაუბროთ იმ მიზეზზე თუ რატომაც ვზივარ აქ, ვსვამ ყავას და ვწერ კომპიუტერში.

ქალური მანიპულირება – მრავალ მიზეზთა გამო, იგი შესასწავლად რთული საკითხია. ქალებსა და მათზე ორიენტირებულ ფილმებს, ხშირად აქვთ ცუდი რეპუტაცია. რატომ? – დემონურად მაცდუნებელი ქალების წარმოჩენის გამო, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ცდუნებაზე. ამ ფილმებში ქალები ხშირად დახატულნი არიან, როგორც მიმზიდველი, მაცდუნებელი არსებები, იმ მითიური სირინოზების მსგავსნი, რომლებიც თავიანთი სიმღერით ხიბლავდნენ მამაკაცებს და ღუპავდნენ.

ჩემი აქ ყოფნის მოკლე პერიოდში, მინახავს ქალები, რომლებიც რეგულარულად მანიპულირებდნენ მამაკაცებზე, რათა ამ უკანასკნელთ, მათი სურვილი შეესრულებინათ. ყოველთვის ვეკითხები ჩემ თავს, არის თუ არა ეს მამაკაცთა უმეტესობისთვის, მხოლოდ დროის კარგვა? ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ ქალი გამოიყენებს ეშმაკურ ტაქტიკას, რათა მიიღოს ის, რაც მას სურს? ან უბრალოდ, იმ მომენტში ეს არ გვაღელვებს? ქალები მანიპულირების დახვეწილი ოსტატები არიან. მათ იციან, როგორ ატარონ კაცები საბელშებმული ძაღლივით ისე, რომ ეს უკანასკნელნი ვერც ხვდებოდნენ ამას. აქედან გამომდინარე, მოდით ვნახოთ, რა ოინებს მიმართავენ ქალები, მამაკაცების დასამორჩილებლას. აი, როგორ უნდა მიხვდეთ ძვირფასო მამაკაცებო, როცა ქალბატონები თქვენზე მანიპულირებენ:

ისინი ზედმეტად იხარჯებიან ქათინაურებით, ანუ კომპლიმენტებით

ყველას სიამოვნებს კომპლიმენტი, ყოველთვის მღელვარე გრძნობაა, როცა ვინმე აღიარებს შენს ძალისხმევას რაღაცის მიმართ, ისეთი სენტიმენტალური გრძნობაა, რომელიც არასდროს არის საკმარისი და არ გბეზრდება. მოკლედ, უსაზღვრო პოზიტიურობაა. ზოგიერთი ქალი კარგად დაეუფლა ამ სენტიმენტალური გრძნობების, ქათინაურების გამოყენების ხელოვნებას, რათა ყოველთვის მიიღოს ის, რაც სურს. როცა სურთ, რომ რაიმე გააკეთო მათთვის, ისინი ქათინაურ-სენტიმენტების გამოთქმისას, ხიბლსაც იყენებენ. აი, მაგალითად, „იცი ჯონ, სტატისტიკურ ანგარიშებს შენზე უკეთ არავინ აკეთებს. მე მსგავსი არაფერი მინახავს“. ე.ი. ის ცდილობს, გაიძულებს, რომ სტატისტიკური ანგარიში გაუკეთო.

ის შენს გრძნობებს შენს წინააღმდეგ იყენებს

ეს არის კლასიკური მანიპულირების ტაქტიკა. ქალები ამ საკითხს, განსაკუთრებით მაშინ წამოჭრიან ხოლმე, როცა უარს ამბობ, მათთვის რაიმეს გაკეთებაზე. ქალები იყენებენ ამ შაბლონს, ან ოდნავ ცვლიან, თუმცა იცავენ ფორმას: თუ შენ ასე ფიქრობ, მაშინ გააკეთებდი ამას ჩემთვის. ასე მაგალითად: „დენის, შენ რომ მართლა გიყვარდე, იმ მშვენიერ, ლივერპულის მაისურს მაჩუქებდი“. ასე რომ, არ დაემორჩილო ამ ხრიკს დენის, მტკიცედ დადექი.

ინგლისურიდან თარგმნა მარინა სუხიშვილმა

(გაგრძელება იქნება)