ექს-პრემიერ კვირიკაშვილისეული ,,ნოვაციები”, რამაც ათეულობით მილიონი ლარი ქარს გაატანა

Spread the love

,,რეფორმატორთა კავშირის” თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ,,კონცეფცია-პროგრამა” 2016 წლის 22 იანვარს პარლამენტში წარადგინეს განსახილველად. საკანონმდებლო ორგანომ თავის მხრივ, დოკუმენტაცია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს გადაუგზავნა განსახილველად. 2016 წლის 25 თებერვალს, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით შექმნილი ცხრაკაციანი კომისიის (წევრები მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები) სხდომაზე მოხდა ,,კონცეფცია-პროგრამის” წარმატებული განხილვა.

ანზორ საკანდელიძე: ,,კონცეფცია-პროგრამის” დაბლოკვის მიზნით, ხსენებული განხილვიდან მეორე დღესვე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მანამდე  ეკონომიკის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა, სასწრაფოდ მოაწერა ხელი მთავრობის #100 დადგენილებას, რომელიც საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების ორწლიანი და ხუთწლიანი კონკრეტიკისგან დაცლილი, აბდაუბდა პროგრამების უზარმაზარ დაფინანსებას შეეხებოდა. ოთხი წელი გავიდა იმ ორწლიანი პროგრამის ამოქმედებიდან, პრაქტიკული შედეგები კი ნულის ტოლია. ასეთივე ნულოვანი შედეგებით დამთავრდება 2020 წელს, ხუთწლიანი პროგრამაც, ასე რომ, ათეულობით მილიონი ლარი, წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. ხუთი წელია, ეკონომიკის სამინისტრო პრინციპულად არ იხილავს ჩვენს ,,კონცეფცია-პროგრამას”, რომლის უნიკალური ეკონომიკური ნოვაციაა და რატომ – მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიონიანი (თუ მეტი არა) არმია გვყავს, რომელთა ზარალი მილიარდობით ევროს შეადგენს. ამ ზარალის სრულ ანაზღაურება-კომპენსაციამდე მოხდება მისი მუდმივი ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაცია, ახლად გახსნილი, ევროპული სტატუსის მცირე სამრეწველო საწარმოების იგივე მილიარდობით ევროსადგილობრივ ინვესტიციებად. აღნიშნული კაპიტალიზაციის შედეგად, ქვეყანაში გარანტირებული მაღალი მოგება-რენტაბელობით იმუშავებს ახლად გახსნილი ყველა ყველა მცირე სამრეწველო საწარმო, რის ხარჯზეც მოხდება ზარალის გარანტირებული ანაზღაურება. ხსენებული საწარმოები გრძელვადიან იჯარებში აღებული მიწისა და სხვა სახელმწიფო ქონების გადასახადებს, ნაღდის ფულის ნაცვლად, საკომპენსაციო-საგადასახადო თამასუქებით (სსთ) დაფარავენ. საბრუნავ სახსრებად ნაღდი ფულის ნაცვლად, მასიურად გამოიყენებენ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული, მკაცრი ინფლაციური შეზღუდვებით, ხოლო საბიუჯეტო გადასახადებსაც, არა ნაღდი ფულით, არამედ ზემოხსენებული თამასუქით დაფარავენ.

                ჩვენი ,,კონცეფცია-პროგრამის” მართლაც უნიკალური ეკონომიკური ინოვაცია უზრუნველყოფს, ხუთ სამეურნეო წელიწადში ახლად გახსნილ წარმატებულ მცირე სამრეწველო საწარმოში, რეალურად დასაქმდეს 150.000 ადამიანი, რომლებიც მსოფლიო დასაქმების სტატისტიკიდან გამომდინარე, ხსენებულ საწარმოთა გარეთ, არასამრეწველო ბიზნესსფეროში, დამატებით, ავტომატურად დაასაქმებენ 500-600%-ით უფრო მეტ ადამიანს. ამით ახდება ათეული წლების ოცნება, მილიონი ქართველის საქართველოში დასაქმების შესახებ. გარდა ამისა, ამ ხუთი წლის შემდეგ შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები, ძირითადად, ემიგრანტ ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, ,,კონცეფცია-პროგრამის” სასწრაფოდ ამოქმედებას, ალტერნატივა არ აქვს, რადგან ეს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური გადარჩენის, მართლაც ბოლო შანსია. მით უმეტეს, რომ პროგრამა მოიწონეს ავტორიტეტულმა მეცნიერებმა. მიმდინარე წლის თებერვალში, მოხდება მისი საფუძვლიანი მოსმენა-განხილვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის თავმჯდომარეობით მოქმედ, 40 აკადემიკოს-წევრისგან შემდგარ სპეციალურ ინოვაციურ საბჭოზე.