Spread the love

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ყირიმში მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა, წერს რუსული პრესა. საუბარია შოიგუს გადაწყვეტილებაზე, დასრულდეს შესამოწმებელი ღონისძიებები სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქებში, რადგან ყველა დასახული მიზანი – მიღწეულია. ეს ფრიად მოულოდნელი სვლა იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მანამდე ცრუ, პანიკურ ინფორმაციებს ავრცელებდა „ოპერიდან“, არიქა, ომია!-ო, როცა ხედავდა რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას უკრაინის საზღვრისკენ. „ვთვლი, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზანი, ბოლომდეა შესრულებული. მებრძოლებმა გვაჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ ქვეყნის საიმედო დაცვის უზრუნველყოფა“, ასეთი შეფასება მისცა მინისტრმა სამხრეთის სამხედრო ოლქისა და საჰაერო-სადესანტო ძალების ქმედებას ხსენებული მოულოდნელი შემოწმების დროს. მან თავადაც მოულოდნელი სვლა გააკეთა, გადაწყვიტა დასრულდეს შემოწმებები სამხრეთისა და დასავლეთის ოლქებში და 23 აპრილიდან, ამ სამხედრო შენაერთების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება დაიწყო. ეს რაც შეეხება, მეომრებს, ხოლო გენერალურ შტაბს, რომელიც მათ ხელმძღვანელობდა, სერიოზული მუშაობის გაწევა მოუწევს ამ შემოწმების დეტალური ანალიზისა და შემაჯამებელი დასკვნების მისაღებად. ერთ-ერთმა სამხედრო კორესპონდენტმა ირონიულად განაცხადა იმ „კონტიგენტთან“ დაკავშირებით, რომელიც ნაადრევად „მოთქვამდა“, სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შემხედვარე, „გვიშველეთ“, ომიაო. დღეს ყველა ეს პანიკურად „მაძახური“ დღეს ასეთ მდგომარეობაშია -ახახა, იბრძოლეს! ახახა, მეც მახსოვს, როგორ იყო გამოცხადებული, რუსეთის მთავარი სამხედრო დაჯგუფებების  გამოყვანა სერიიდან, მსუბუქი მინიშნება გაუკეთა ჟურნალისტმა ნაადრევად „შეშფოთებულებს“.