დანიური მედიასაშუალებები დასავლეთს მოუწოდებენ, სანამ გვიან არ არის, ბოლო მოუღონ პუტინის დიდ რუსეთს. „დასავლეთი უზარმაზარ შეცდომას უშვებს, როდესაც თვალს ხუჭავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, მისი მეზობლების საზღვრებთან. პრეზიდენტი პუტინი, ცეცხლს ძალზე სახიფათოდ ეთამაშება, როგორც უკრაინაში, ისე, მისივე მოკავშირე ბელორუსიაში, რომლის პირდაპირ ხელში ჩასაგდებად ემზადება. რეჟიმს მხოლოდ ერთი ოცნება აქვს, პოსტსაბჭოთა სივრცის, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ანექსია მოახდინოს, ამ დროს კოლექტიური დასავლეთი მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ სავარაუდო სცენარებიდან, უარესები „მოიგერიოს“, წერს დანიელი პოლიტიკური მიმომხილველი კრისტიან მოურტცენი. 2008 წლის ომი საქართველოში, ისევე როგორც ყირიმის „ანექსია“ და დონბასში კონფლიქტის გაღვივება, მყისიერად არ მომხდარა. პირველ რიგში, ეს არ ყოფილა მოულოდნელობა, პროცესები თანდათან ვითარდებოდა, გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ დასავლეთს უკეთესის იმედი ჰქონდა და არაფერი მოიმოქმედა. ახლაც, სანამ რუსეთი აქეთ-იქით დაატარებს თავის სამხედროებს, კვლავ არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას, დემაგოგიით გართული, არ პასუხობს რეალური ზომებით. არადა უნდა ახსოვდეთ წარსულის მოვლენები და გამოცდილებაც გააჩნდეთ, რა შეიძლება მოხდეს. ასე რომ, ჯერ კიდევ არ არის გვიან, აუცილებელია მკაცრი რეაქცია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, სანამ ერთ-ერთი „სწავლება“ არ დასრულებულა, დასავლეთისთვის მორიგი „მოულოდნელი“ ნაბიჯით, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. სხვა შემთხვევაში, ისევ ფოსტფაქტუმ მოგვიწევს, რაც სრულიად უსარგებლო, არაეფექტური და უკან მიდევნებულია, როცა შეუძლებელია რაიმეს შეცვლა. მსგავსი სანქციები, როცა უკვე მომხდარია „კატასტროფა“… ფაქტია, ამან არაფრით არ იმოქმედა პუტინზე. ვინ იძლევა გარანტიას, რომ იგივე არ განმეორდებაო, კითხულობენ დანიელი „მეოთხე ხელისუფლების“ წარმომადგენელნი.