„ამაგდარი“ სააკაშვილი

ვაგრძელებთ სააკაშვილის მიერ „გაჩუქებული“ სახელმწიფო ქონების ნუსხის გამოქვეყნებას. 2009 წლის 20 იანვარს, აწ ნაპრეზიდენტალი მიხეილი განსაკუთრებით „გულუხვი“ ყოფილა, რამდენიმე განკარგულება აქვს გამოცემული ქონების ერთ ლარად გადაცემაზე. N42 განკარგულება სახელმწიფო ქონების ფიზიკური პირის __________________ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ –  ბათუმში, ერას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 55,02  კვ.მ  ფართობის ბინა N45 და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდი N_________  პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ფიზიკურ პირს ____________ პირადი N__________ სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად. N42 განკარგულება ასევე ფიზიკურ პირზე __________________ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ – ქ. გორში, გურამიშვილის ქუჩაზე N____ მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მე-3 სართულზე მდებარე 55,7 კვ.მ ფართობის ბინა N24 და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო N______ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ფიზიკურ პირს __________________ პირადი N___________ სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად. N45 განკარგულება ასევე სახელმწიფო ქონების ფიზიკური პირის __________________ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახხებ – ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზ N________-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 17 კვ.მ ფართობის ბინა N99 და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N__________, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს ფიზიკურ პირს ________ პირადი N___________ სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად. საპრივატიზაციო პირობად განისაზღვროს საპრივატიზაციო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 30 კალენდარულ დღეში. სააკაშვილმა განკარგულების შესრულემა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაავალა. იმ პერიოდში ამ უწყების პირველი პირი ლაშა ჟვანია გახლდათ.