დღე: მაისი 21, 2021

რაო, ენერგეტიკას „შესეულებო“, რეფორმა ჩავარდა?!

 არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) განცხადებით, რეფორმა ჩავარდა, ენერგეტიკული ბირჟა, სავარაუდოდ 1 ივლისს ვერ ამოქმედდება. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია, ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით, მორიგ მნიშვნელოვან ჩავარდნაზე.   „ენერგეტიკაში არსებული