კალაძის კანტორის „გულმოწყალენი“

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე, მოქალაქის მიერ 2-3 დღის წინ გამოქვეყნებული პოსტს წავაწყდი, სადაც ის წერს, რომ შარშან გააფრთხილეს მერიის სამსახურები, რომ წყნეთის გზატკეცილის N22-თან დაწყებული 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გამოიწვევდა მეწყერს. უკვე გამოიწვია, მეწყერი ჩამოწვა, მაგრამ მშენებლობა სტახანოვური ტემპებით მიმდინარეობსო  (ჯერ ის უნდა გეკითხათ პატივცემულო, საერთოდ თუ იციან ვინ იყო სტახანოვი, დედაქალაქიის მერიის „განათლებულმა“ კონტიგენტმა – მ.ს.). ორი კვირის განმავლობაში, ათჯერ ვაცნობეთ მერიის ზედამხედველობის სამსახურს (აწ მუნიციპალურ ინსპექციად წოდებული სამსახური – მ.ს.) და ვთხოვეთ მოსვლა, უშედეგოდ! არავინ მოდის! პოსტს გავიმეორებ ყოველდღე! და ექვსჯერ აქვს გამეორებული SOS!-ი.

ფოტოზე მერიის მუნიციპალური ინსპექციის ახლადდანიშნული (2021 წლის 3 თებერვალი), მრავალთანამდებობა გამოცვლილი კახა გულედანი გახლავთ, რომელსაც ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან, სადღაც ორ თვეში, თანამშრომელი დაუჭირა სუს-მა ქრთამის ააღების ბრალდებით.

მერიის მუნიპალური ინსპექცია მომჩივანს პასუხობს, რომ აღნიშნული მშენებლობა შეამოწმა მათმა სამსახურმა, სამშენებლო მოედანზე არ ფიქსირდება მიწის ჩამოშლა, თქვენ რაზეც საუბრობთ, სხვა მონაკვეთია, ახლომდებარე ფერდი, რომელსაც მშენებლობასთან შეხება არ აქვს წარმოდგენილი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. ვერაფერს იტყვი, „რკინისებური არგუმენტია“, მაგრამ მომჩივანი ვერ „დაარწმუნეს“.

ამ „საცოდაობის“ შემედვარე მოქალაქე კითხულობს , „მუნიციპალურო ინსპექციავ, ე.ი. „სამშენებლო მოედანზე არ ფიქსირდება მიწის ჩამოშლა, თქვენ რაზეც საუბრობთ, სხვა მონაკვეთია, ახლომდებარე ფერდი“-ო დიახ, ზუსტად ასეა და იმ ფერდის ჩამოშლა, ზუსტად მშენებლობას უკავშირდება! პრობლემა ის გახლავთ, რომ სამშენებლო სამუშაოების გაცემის ნებართვა, თქვენი უწყების მიერ არის გაცემული! თუ შეიძლება ისიც ბრძანეთ, რის საფუძველზე ამტკიცებთ, რომ „მშენებლობასთან შეხება აე აქვს“, კვლევა ჩაატარეთ, თუ ინტუიციამ უკარნახა თქვენს თანამშრომელს? იქნებ, ნამდვილად მოვიდეს ვინმე და მოსახლეობას აუხსნას“-ო, წერს მოქალაქე, თუმცა ამ კომენტარზე „მარბიელთა“ ბრიგადას აღარ უპასუხია. ეტყობა ან საჭიროდ არ ჩათვალეს, ანდა „დუმილის უფლება გამოიყენეს.

კითხვები მეც მრავლად მაქვს მუნიციპალიტეტის მერიის და მისი ინსპექციის მიმართ, მაგრამ ამჯერად ერთი კითხვით შემოვიფარგლები – საერთოდ თუ გყავთ თქვენდამი დაქვემდებარებულ სამსახურებში მშენებლობასთან დაკავშირებული დარგების სპეციალისტები – მშენებელი, კონსტრუქტორი, გეოლოგი, სეისმოლოგი, გეოდეზისტი… თითო მაინც? „ავი ენები“ ამბობენ, მარტო დედაქალაქის მერიაში კი არა, თავად დეპარტამენტად გადაკეთებულ მშენებლობის სამსახურშიც კი, არ ყავთ ერთი მშენებელიო. არქიტექტორებს და იურისტებს აშენებინებთ ქვეყანას? რა დონის სპეციალისტები გყავთ ამ კუთხითაც, არაერთხელ დავრწმუნდი.

მოამზადა მანანა სუხიშვილმა

599512824