დღე: აპრილი 30, 2023

„ახალგაზრდა ადვოკატები“: მოქალაქეს, ჩამორთმეული ქონების გამო, სახელმწიფო 312.500 ლარს გადაუხდის

საქმე ეხება ბაკურიანში ჩემპიონატის გამო ჩამორთმეულ უძრავ ქონებას. 2023 წლის, 25 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმეული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურების სახით, ყოფილი მესაკუთრის სასარგებლოდ 312.500 ლარის კომპენსაციის ანაზღაურება დაევალა. სასამართლომ გაიზიარა სარჩელი, უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ნაწილში

რატომ ხუჭავენ თვალს უკანონობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების დამცველნი?!

სამოქალაქო აქტივისტის, ჟურნალისტ ირაკლი ჯანყარაშვილის აზრით, იქამდე, სანამ კანონმდებლობა მკაცრად არ მოთხოვს პასუხს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც დაუსაბუთებელი ქონება ერიცხებათ, მანამდე კორუფციული მასკარადი გაგრძელდება. ირაკლი ჯანყარაშვილი; იმიტომ, რომ აჭარაში სახეზე გვაქვს ნაცმძრაობის დროინდელი და ეხლანდელი, კოჰაბიტირებული სუს-ის მაღაჩინოსნების საქმიანი ტანდემი, რომელიც შინაარსობრივად, კორუფციის მხრივ, იმდენად მრავალფეროვანია, რომ სავაჭრო პალატასაც კი უსწრებს