სამოქალაქო აქტივისტის, ჟურნალისტ ირაკლი ჯანყარაშვილის აზრით, იქამდე, სანამ კანონმდებლობა მკაცრად არ მოთხოვს პასუხს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც დაუსაბუთებელი ქონება ერიცხებათ, მანამდე კორუფციული მასკარადი გაგრძელდება.
ირაკლი ჯანყარაშვილი; იმიტომ, რომ აჭარაში სახეზე გვაქვს ნაცმძრაობის დროინდელი და ეხლანდელი, კოჰაბიტირებული სუს-ის მაღაჩინოსნების საქმიანი ტანდემი, რომელიც შინაარსობრივად, კორუფციის მხრივ, იმდენად მრავალფეროვანია, რომ სავაჭრო პალატასაც კი უსწრებს დოვლათის დაგროვებაში. ყველაზე ამაზრზენი და სახელმწიფოსთვის საშიში ტენდენციაა, როდესაც სამხედრო და ოფიცრულ მუნდირში გამოწყობილი ინდივიდები განიხილავენ მშენებლობის, სასარგებლო წიაღისეულის და ინერტული მასალების ნებართვების გაცემა-გასხვისების თემებს. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების კარტელს, რომელიც პირდაპირ ურტყამს სახელმწიფოს სუვერენიტეტს.
ჩემი დუმილი ამ ყველა დეტალზე, განპირობებული იყო, რეგიონში არსებული დიდი გლობალური ძვრებითა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორის გათვალისწინებით, რა დროსაც, ქვეყანამ პრემიერ-მინისტრის დამსახურებით, დანის პირზე მშვიდობიანად გაიარა.
იქამდე, სანამ მაღალჩინოსნები საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას არ შეწყვეტენ და ხელს არ აიღებენ სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზარალებელ კორუფციულ გარიგებებზე, არ შეწყვეტენ ბიზნესსექტორთან ვაჭრობას, ზედმეტია საუბარი სამშვიდობო პოლიტიკაზე, სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტზე!…
რა თქმა უნდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანია, თუმცა აჭარის მაგალითიც საკმარისია, თუ როგორ იძარცვება ეს რეგიონი წიაღისეულისგან, ხე-ტყის და სხვა ბუნებრივი რესურსებისგან!… რომლის უკანონო მოპოვება-რეალიზაციასაც აქაური მაღალჩინოსნები კურირებენ!…
მალე შემოგაწვდით ფაქტებსა და ინფორმაციებს, ვინ რითი არის დაკავებული „მთასა და ბარში“, როგორ მდიდრდებიან ჩვენს ხარჯზე, როგორ არიან ჩართულნი კორუფციულ გარიგებებში და როგორ ანადგურებენ ხულოს უნიკალურ ბუნებას, გამდიდრებისთვის!…
როგორ დაუსრულებლად ეზიდებიან ინერტულ მასალებს, როგორი მონოპოლისტები გახდნენ სამშენებლო სექტორში, როგორ მიითვისეს და მიიწერეს ყველა ტენდერი. როგორ ვაჭრობენ სახელმწიფო ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთებით!…
როგორ ხუჭავს თვალს, აქაური სუს-ი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) არაერთ უკანონობაზე და როგორ აგზავნის ცენტრში ცრუ ინფორმაციებს!