რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბაიდენი, ერდოღანი და ზელენსკი მკაცრად გააფრთხილა
სერგეი შოიგუმ, მართალია, წყნარი ტონით, მაგრამ მკაცრი გაფრთხილება მისცა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, თურქეთის ლიდერ რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის. მინისტრის განცხადებით, რუსეთი იძულებულია, გააძლიეროს სამხრეთის სამხედრო ოლქის საომარი შესაძლებლობები, რაც გამოწვეული ყოფილა ერთის მხრივ, აშშ-ისა და ნატოს პროვოკაციებით საჰაერო სივრცესა და შავი ზღვის აკვატორიაში. ასევე პასუხად