ჩეხეთმა თავი ზესახელმწიფოდ წარმოიდგინა და რუსეთის მერე, ჩინეთს მისდგა, წერს რუსული პრესა. საჭოთა კავშირის დროს, სულ იმას ამბობდნენ, რომ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები ჩვენი ძმები იყვნენ და ყველაფერში უნდა დავხმარებოდით. ეტყობა, მათ წესად ექცათ რუსეთის ხარჯზე ცხოვრება. გაზაფხული საინტერესო პერიოდია, ხეების გაფოთვლასთან ერთად, სხვა და სხვა ავადმყოფობებიც მწვავდება, უფრო ხშირად ფსიქიური დაავადებები და აქ უკვე ვეღარაფერს იზამ. ზუსტად ეს გამწვავება მოხდა ჩეხეთში თან მიყოლებით. მეორე წელია, პრაღა მოსკოვთან ურთიერთობების გამწვავებას სწორედ, გაზაფხულზე იწყებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ ახსნა, რომ ჩეხეთის შეტევები, ეს შიდა პოლიტიკური ბრძოლაა, იქ იბრძვიან, მაგრამ ჩვენ განვიცდითო. ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზიმანმა, რომელმაც სასოწარკვეთილმა ითხოვა „სპუტნიკ V“, გამოდიოდა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დასაცავად, ამის გამო, არაერთხელ ინანა. ჩეხეთის სენატმა ის ღალატში დაადანაშაულა, რის შემდეგაც უგუნურობის შეჩერება, შეუძლებელი გახდა. ვაცლავის მოედანზე, მრავალათასიანი მიტინგი ჩატარდა ზიმანისა და პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, ესეც შენი სლავი ძმები. ისინი მეცოდება, ვინც იმ ქვეყნის გასათავისუფლებლად იხოცებოდნენ, რომლის ქარხნებშიც ყოველწლიურად „შტამპავდნენ“ მესამე რაიხისთვის – 11.000 პისტოლეტს, 30.000 შაშხანას, 3.500 ტყვიამფრქვევს, 15 მილიონ ყველა ტიპის ტყვიას, დაახლოებით 100 ტანკს, 150-ზე მეტ საბრძოლო დანადგარს, 600.000 ჭურვს, 200-მდე საზენიტო ქვემეხს.
ზესახელმწიფოს „რანგში“ შესულ ჩეხეთს, ეტყობა რუსეთი „ეცოტავა“ და ჩინეთის წინააღმდეგ „გალაშქრება“ გადაწყვიტა. წინა სააღდგომოდ, ჩეხეთის სენატს დადგენილება მიუღია ხელისუფლებისადმი მოწოდებით, რომ დაეხმარონ ტაივანს, რომ იგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, როგორც დამოუკიდებელი საელმწიფო. კიდევ კარგი, ამ დროს ჩინელების სახე არავინ დაინახა. ახლა უკვე მოსკოვის მიყოლებით, ჩინეთსაც მოუწევს ისეთ „ზესახელმწიფოსთან“ დაპირისპირება, რომლის პოვნასაც ევროპის რუკაზე, ყველა კი ვერ შეძლებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დაუყოვნებლივ გამოვიდა მკაცრი განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ ჩინური მხარე, დიდ შეშფოთებასა და სერიოზულ პროტესტს გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით. „არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთი, რომლის განუყოფელი ნაწილია ტაივანი. „ერთი ჩინეთის პრინციპი“, საერთაშორისო სამართლის ყველა მხარის მიერ აღიარებული ნორმაა“, აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება. ახლა მხოლოდ ისღა დარჩა, იმარჩიელო, რამდენად ჩაიძირება ჩეხეთის ეკონომიკა, თუკი ჩინეთი გადაწყვეტს, გაიტანოს იქიდან ყველა თავისი ინვესტიცია, პრაღის ასეთ არამეგობრულ ნაბიჯზე შორის საძიებლად. მთელს ამ ვითარებაში გამარჯვებული აშშ-ია. ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინა გაზონზე, ალბათ სალუტებს უშვებენ. პრაღა მორჩილად ასრულებს აშშ-ის მიერ მიცემულ საშინაო დავალებას, თავს ესმის მოსკოვსა და პეკინს.